„ის, რაც ახლა ხდება, სამართლიანი და დამსახურებულია“ – ლევან კობერიძე „დაბოქლომებაზე“

ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტებისა და მათი აქტივისტების მხრიდან ე.წ. ბოქლომების აქციას, პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა ეს დაიმსახურეს.

აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„სამოქალაქო აქტივიზმი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფორმაა, მათ შორის პოლიტიკური ბრძოლის. ზოგადად, ვიზიარებ სამოქალაქო აქტივიზმის ფორმატს. ის პროტესტი, რაც ახლა ხდება, ჩემი აზრით, არის სამართლიანი და მგონია, რომ დამსახურებული.  კი, დისკომფორტი ადგებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებსა და ხელისუფლებას, მაგრამ, ისინი ამას იმსახურებენ. მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს მთავარი ფოკუსი –  2020-ისთვის არჩევნები წავართვათ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ – განაცხადა ლევან კობერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები