„პროტესტანტები“ „მედიაცენტრ მთავარში“ შეიჭრნენ და მაჟორიტარ დეპუტატს პრესკონფერენცია ჩაუშალეს (ვიდეო)

სასტვენებით, პლაკატებით და სხვადასხვა ინვენტარით შეიარაღებული“ პროტოტესტის მონაწილეები „მედიაცენტრ მთავარის“ ოფისში შეიჭრნენ, სადაც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პრესკონფერენციას მართავდა.

„პროტესტანტი“ ახალგაზრდები მერაბ ქვარაიას გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, საუბარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე მხარის არდაჭერა.

მაშინ, როცა დეპუტატი „მედიაცენტრ მთავარში“ მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემაზე საუბრობდა, აქციის მონაწილეებმა სასტვენებით, პრესკონფერენციის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. დეპუტატი ახალგაზრდებს ცივილურ ფორმაში საუბარს და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას სთავაზობდა, თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

„მონებო“… „მონებოს“… ძახილით დეპუტატს პრესკონფერენცია ჩაუშალეს და განუცხადეს, რომ მსგავს დისკომფორტში ყველა მაჟორიტარი დეპუტატი აღმოჩნდება, ვინც, საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო. დეპუტატს კითხვაზე, რომელ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ, ახალგარზდებმა უპასუხეს, რომ ისინი „ევროპული საქართველოს“ „ლეიბორისტული პარტიისა“ და ქდმ-ს წევრები არიან.

მსგავსი თემები