დღეს, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები დაბოქლომდება

ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები და მათი მხარდამჭერები დედაქალაქიდან მუნიციპალიტეტებში ინაცვლებენ. დღეიდან მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაბოქლომება იწყება.

„პროტესტანტებმა“ რეგიონებში გადანაცვლების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელეს. ბოქლომებისა და ჯაჭვების დასახვედრად მაჟორიტარებიც ემზადებიან. ზოგიერთი მაჟორიტარი დეპუტატი აპირებს „პროტესტანტებს“ მომზადებული დახვდეს და სიურპრიზიც მოუწყოს.   

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ბოქლომი ნაგვის ბუნკერს დაადეს. მათი განცხადებით, პროცესი მთელ საქართველოს და სახელმწიფო დაწესებულებებს მოიცავს.    

მსგავსი თემები