პრემიერ-მინისტრის პრესპიკერად ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესპიკერად, გიორგი გახარიას მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა.

გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული პოზიციის გაჩენა პრემიერის აპარატში, ხელს შეუწყობს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას.

“ჩვენ, მედიასთან, და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრესპიკერის პოზიცია, რომელსაც შეთავსებით დაიკავებს, საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ​ეს გახლავთ ახალი პოზიცია და ეს ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში მტავრობის ადმინისტრაციასა და ჩვენ მოქალაქეებს და რა თქმა უნდა მედიას შორის”. -განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი თემები