“მგონი, დაგვიანებული ამბავია… მეც შემიძლია ხელმოწერების შეგროვება, რომ გადავიდეთ პროპორციულზე“ – ნუკრი ქანთარია

მმართველი გუნდის წევრი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია  მაჟორიტარი კოლეგების ინიციატივას, სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დაგვიანებულს უწოდებს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავათან“ განაცხადა,  თუ ასეა, მასაც შეუძლია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს.

„არჩევნები კარზეა მომდგარი, მგონია, რომ დაგვიანებული ამბავია. მაშინ, მეც კი შემიძლია დავაყენო ინიციატივა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დავიწყო. ვფიქრობ, მაჟორიტარებს, გააქტიურებით იმ დანაკლისის შევსება უნდათ, რაც მათ დააკლეს. ალბათ, თვითონაც ხვდებიან, რომ ეს ძნელი განსახორციელებელი იქნება. თუმცა, ჩემთვის, პრინციპული მნიშვნელობა არც აქვს და არც პროპორციულ სისტემაზე მაბოდებს, არც შერეულზე და არც მაჟორიტარულზე. მთავარია ხალხს ჰქონდეს გადაწყვეტილების საშუალება. ნუ დავუმალავათ და მოვპარავთ არჩევნებს ხალხს, ესაა უმთავრესი“, – განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები სრულად მაჟორიტარ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ და შესაბამის პროცედურებს იწყებენ. მათ კონსულტაციები უკვე გაიარეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში.  

მსგავსი თემები