“ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს” – დავით ჭიჭინაძე

“მიუხედავად იმისა, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, ერთობლივად გამოეხატა პროტესტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ მოახერხა ამ საერთო კონტექსტიდან ამოხტომა, მოლაპარაკებების პირობა დაარღვია და საკუთარი დაბადების დღის მოწყობა გადაწყვიტა’, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჭიჭინაძის განცხადებით, საერთო ოპოზიციურმა პროტესტმა ბოლოს მხოლოდ  „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის სახე მიიღო. 

“პროტესტი სხვა არის, რევოლუცია – სხვა. დღეს სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას. ზამთრის პირში არეულ-დარეულობა და კიდევ უფრო ჩამოქცეული ეკონომიკა, არა მგონია, რომ ადამიანებს ცხოვრებას უადვილებდეს.

მე პროტესტს შევუერთდი, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის შიდა მოლაპარაკებები, რაც არსებობდა, რომ ეს ყოფილიყო საერთო პროტესტი, დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, ერთობლივად გამოეხატა პროტესტი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ მოახერხა ამ კონტექსტიდან ამოხტომა და საკუთარი დაბადების დღის მოწყობა გადაწყვიტა. ეს უკვე არ იყო საერთო ოპოზიციური პროტესტი, ეს იყო მათი პროტესტი. სამწუხაროა, რომ პროტესტის ჩამქრობი ისევ და ისევ გვევლინება „ნაციონალური მოძრაობა“. ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, რომ მათ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და მათი მოსვლა გამორიცხულია! რომ მითიური თარიღები – 23 ნოემბერი ახლოვდება და „მიშა მაგარიას“ დაკვრებით შეურაცხყოფას აყენებენ ყველა იქ მყოფ ადამიანს, ვისაც კავშირი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე მთელ საზოგადოებას!

პროტესტის გამოხატვის ფორმა არსებობს, მაგრამ არა რევოლუცია. ვფიქრობ, რომ რევოლუცია და „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება საზოგადოებას ნამდვილად არ უნდა. მართალია, რეალურად, „ქართულ ოცნებას“ დასაყრდენი საზოგადოებაში პრაქტიკულად აღარ აქვს, მაგარამ ამით ვერასოდეს ისარგებლებს „ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხა დავით ჭიჭჭინაძემ.

მსგავსი თემები