გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს თავშესაფრად ეროვნულ ბიბლიოთეკას სთავაზობს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს და თავშესაფრად ეროვნულ ბიბლიოთეკას სთავაზობს.

„აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის“, – წერს კეკელიძე.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმია მობილიზებული. მათ აქციის მონაწილეების კარვები დაშალეს. პერიოდულად, იყენებენ წყლის ჭავლს აქციის მონაწილეთა  დასაშლელად.

მსგავსი თემები