„ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატორად“ – გურამ მაჭარაშვილი

„მეც გახლავართ ის დეპუტატი, რომელმაც მხარი დაუჭირა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მიუხედავად იმისა რომ მიმაჩნდა, ეს მოდელი საქართველოსთვის  ნაადრევი  იყო გამომდინარე იქიდან, რომ 6 წელი იყო დარჩენილი 2024 წლამდე და იმედი მქონდა, პოლიტიკური სპექტრი გაიზრდებოდა. მაშინ, სწორედ ამიტომ დავუჭირე მხარე, რომ საქართველო პროპორციულ სისტემაზე  გადასულიყო“ – განაცხადა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშvილმა „მედიაცენტრ მთაარში“.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ისტორიაში სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემის ინიციატორად ჩაეწერება.

„ისტორიაში „ქართული ოცნება“ შევა ისე, რომ სწორედ მისი ხელისუფლების პირობებში დადგინდა პროპორციული სისტემაზე გადასვლა და თან, იმ ვადის დათქმით, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ მოემზადონ პროპორციული არჩევნებისთვის“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები