“გია ვოლსკისთან მივდივარ შეხვედრაზე და ექვს საათზე უნდა ვიყო ქორწილში” – სიმონ ნოზაძე

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დეპუტატი სიმონ ნოზაძე მივიდა. ნოზაძის განცხადებით, უმრავლესობის ლიდერთან, გია ვოლსკისთან გეგმავს შეხვედრას, რის შემდეგაც ქორწილში მიდის.

ნოზაძის თქმით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩანიშნული არ არის.

„მმართველმა გუნდმაც და ოპოზიციამაც პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, იყოს სტაბილურობა. ქვეყანა მშვიდობიანი გზით უნდა მივიდეს 2020 წლის არჩევნებამდე. პროტესტს კი ჰქონდეს მშვიდობიანი ფორმა. არ შეიძლება ვითარების ესკალაცია“, – აღნიშნა ნოზაძემ.

რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან.

მსგავსი თემები