“არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის” – ვაჟა სირაძე

მთავრობის ადმინისტრაციაში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული. რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა. ვაჟა სირაძის თქმით, საგანგებო მობილიზაციის მიზანი უსაფრთხოების ნორმების დაცვაა.

“რაიმე სიტუაციის გამწვავებას თუ ექნება ადგილი, ეს ძალები დაიცავენ საზოგადოების უსაფრთხოებას, ასევე მოგეხსენებათ, რომ პარალელურად რუსთაველზე იმართება მეორე აქციაც, პოლიცია ახლოს უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუკი ამ ორი აქციის მონაწილეებს შორის მოხდება კონფლიქტი, სამართალდამცველები დროულად უნდა ჩაერიონ.

რაც შეეხება სპეცდანიშნულების რაზმის აღჭურვას, ისინი აღჭურვილები არიან შს მინისტრის ბრძანების შესაბამისად და არა თუ ვინჩესტერები, არანაირი ცეცხსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის, ამის გარანტიას მე გაძლევთ და ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი“,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა არა მარტო პარლამენტის შიდა ეზოში, არამედ შენობებშიც.  საკანონმდებლო ორგანოს ეზოშიც რამდენიმე ავტობუსია, სადაც პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

მსგავსი თემები