“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულებულია. შეხვედრამ ხმაურიანი აქციისა და შეხლა-შემოხლის ფონზე ჩაიარა. სხდომის დასრულების შემდეგ შენობიდან გამოსულ დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ.

უმრავლესობის საგანგებო შეკრების პარალელურად, ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სადაც მოქალაქეებმა შენობის პიკეტირება რამდენჯერმე სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირებისას სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის რამდენიმე პირიც დაშავდა. 

უმრავლესობის შეხვედრა დღეს 11 საათზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის შეხვედრაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრეს. ასევე, უმრავლესობის 12 დეპუტატის დატოვების წასვლის შემდეგ, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

მსგავსი თემები