“ვიმედოვნებთ, დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება” – ილია მეორე

ბაქოში მიმდინარე სამშვიდობო ფორუმის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მისასალმებელი სიტყვა გააცნეს.

საქართველოს პატრიარქი თავის სიტყვაში დავით-გარეჯის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.

​​„​მისი აღმატებულების, ბატონ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით ტოლერანტობის სულისკვეთება აზერბაიჯანში დღეს წინა პლანზეა წამოწეული.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების, როგორც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ინტერესების დაკმაყოფილება კვლავ გაგრძელდება და უძველესი ქართული კულტურის ძეგლთან, დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხიც ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება, როგორც ეს შეჰფერის მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებს“, – აღნიშნავს ილია მეორე.

მსგავსი თემები