“ქაოტურ და სკანდალურ ატმოსფეროში არჩევნების ჩატარება რთული იქნება, თუმცა რატომაც არა” – გიორგი ვოლსკი

” არც პროპორციული და არც ვადამდელი არჩევნების არ გვეშინია, იმიტომ, რომ ვიცით, ვისთვის ვმუშაობთ,” – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

დეპუტატის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ვადამდელი არჩევნების ჩატარება რთული იქნება.

“იყო მოსაზრებები, თითქოს ხელისუფლება თავად ითხოვს და მიჰყავს ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებამდე. ჩვენთვის ეს არ არის მიზანი, ქაოტურ და სკანდალურ ატმოსფეროში არჩევნების ჩატარება რთული იქნება, თუმცა რატომაც არა. დათანხმებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ, მაგრამ შიში, რომ რიგგარეშე არჩევნები რაიმეს მოაკლებს პოლიტიკურ პარტიას, მე ვერ გეტყვით. “ქართულ ოცნებას” პასუხისმგებლობა აქვს ქვეყანაში სტაბილურობაზე. არაა ჩვენს ინტერესებში საზოგადოებაში იყოს დაპირისპირება,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები