ავტოავარიას ქარელში 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ავტოავარიას ქარელში. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გზაზე გადადიოდა.

თვითმხილველების თქმით, მოზარდი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები