„ველოდებით,  ვინ არის ის მკვლელი, რომელიც დღემდე დაფარულია“ – ადვოკატი ნესტან ლონდარიძე

დავით სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე გამოძიებას იმ  კითხვებს უგზავნის, რაზეც შვილმოკლულ ოჯახს პასუხები დღემდე არ აქვს. კეძოდ, რა იყო მირზა სუბელიანის დაინტერესება ამ საქმეში? რატომ არ შეატყობინა მან დანაშაულის შესახებ საგამოძიებო ორგანოებს?  მარტო მისი შვილის კლასელის დასაფარად?

ადვოკატმა დღეს, მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი გადაწყვეტილებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ მისასალმებელი ნაბიჯი გადადგა, თუმცა არასაკმარისი.

„მივესალმებით სამინისტროს იმ ნაბიჯს, რაც გადაიდგა და დაკავებულია მირზა სუბელიანი, თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ საქმის გამოძიება გაგრძელდება.  მთავარ კითხვას  პასუხი უნდა გაეცეს  – რა გავლენა მოახდინა მირზა სუბელიანმა გამოძიებაზე. რა იყო მისი ძირითადი ინტერესი. ამის შემდეგ კი გავდივართ იმაზე, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და ვინ არის ის მკვლელი, რომელიც დღემდე დაფარულია.  გვყავს გარდაცვლილი, რომელსაც 12 ჭრილობა აქვს მიყენებული, მკვლელი კი არ ჩანს.  ვსაუბრობთ არასრულწლოვანთა შორის სასტიკ მკვლელობაზე, როცა რამდენიმე ბავშვი ერთ ბავშვს აყენებს ასეთ ჭრილობებს და დაფარულია ვინ მოკლა. სწორედ ამაზე უნდა გავიდეთ და ეს უნდა უყოს საგამოძიებო ორგანოების მთავარი ამოცანა. დღეს მივესალმებით იმ ნაბიჯს, რომ დაკავებულია მირზა სუბელიანი“ – აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ  მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში.   

მსგავსი თემები