„როცა „ჰოპ“ თქვი და გადახტი, ჰაერში მობრუნება არ გამოდის“ – ქანთარია დეპუტატებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ალექსანდრე ქანთარია კოლეგებს მიმართავს და ამბობს, რომ თანხმობის უკან წაღება არ გამოვა. როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ჰოპ“ ნათქვამია და უკან დაბრუნება არ გამოვა.

„ნებისმიერი გაცნობიერებული ადამიანი ერთ სისტემასაც ისე გაგიშავებს და მეორესაც, რომ საერთოდ არ მოგინდება არჩევნები და ასევე, პირიქით. ეს გადაწყვეტილება ჩვენ უკვე მივიღეთ და ესეც უნდა გავიაროთ ახლა. თუ  ამას ახლა არ გავაკეთებთ, მუდმივად იქნება ხინჯი. მეორე მხრივ, ისე ნუ გავაკეთებთ, რომ ისე გავასაცოდაოთ ეს თემა და ისეთნაირად მივიღოთ, რომ კვლავ მივცეთ საშუალება მტრულ ძალებს, რომ – ეს გამოვგლიჯეთ თორემ არ უნდოდათ, ვათქმევინოთ. ეს მათი გაბედულების და ქვეყნის ზრუნვის შედეგი კი არა, არამედ, ჩვენ წავართვითო – ამის ქილიკის საშუალებას ნუ მივცემთ ამ ხალხს. გადაწყვეტილება რაც ვთქვით – შევასრულოთ. როცა „ჰოპ“ თქვი და გადახტი, ჰაერში უკან მობრუნება არ გამოდის. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არის მისაღები“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის სხდომაზე.

მსგავსი თემები