„ყვავმა ყვავს უთხრაო შავი ხარო” – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ჩხუბი ამას ჰგავს” – დავით ჭიჭინაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, დეპუტატთა შორის დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება. დავით ჭიჭინაძის განცხადებით, შესაძლოა პარლამენტში დაპირისპირებამ, ქუჩაში გადაინაცვლოს.

დეპუტატის თქმით, დაპირისპირების მიზეზი, შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების გადაფარვაა. 

„ყვავმა ყვავს უთხრაო შავი ხარო” – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ჩხუბი ამას ჰგავს. თუ მაგიტომ ჩხუბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ რეალურად რაღაც საკონსტიტუციო ცვლილება გადაფარონ და დანაპირები, რომელიც ხალხს მისცეს არ შეასრულონ, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ დაპირისპირება დარბაზიდან ქუჩაში გადაინაცვლებს და ამ ბრძოლას ნამდვილად წააგებს „ქართული ოცნება”,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები