“ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს” – გედევან ფოფხაძე დეპუტატზე

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კანონმდებლებს შორის დაპირისპირება დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.

გედევან ფოფხაძის გამოსვლა ადგილიდან გააპროტესტა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ, რის საპასუხოდაც გედევან ფოფხაძემ მას სხდომათა დარბაზის გარეთ გასვლა შესთავაზა: ” გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს”.

ამ რეპლიკის შემდეგ გედევან ფოფხაძემ სხდომა დატოვა და დარბაზში შესვლას მეორე კარიდან ცდილობდა, რისი საშუალებაც მანდატურის სამსახურმა და რამდენიმე დეპუტატმა არ მისცეს.


მსგავსი თემები