“მე , რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ მოგეწონებათ?” – ზვიად ძიძიგური სალომე სამადაშვილს

 „თქვენ არ ხართ პარლამენტის წევრები, გოშიები ხართ, ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭების თავშეყრა“- ასე მიმართა, „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის უმრავლესობის წევრებს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, რასაც უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა. 

ზვიად ძიძიგურმა, კოლეგებს ერთმანეთის შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ რაღაც ტიპის ვალდებულებების დაცვა ყველა პოლიტიკოსის მოვალეობაა.

„ განათლებული ქალბატონი ბრძანდება, ერთმანეთის კოლეგები ვართ, მე , რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? ასეთი მიმართვა კოლეგასთან შეიძლება? პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ არ დასრულდება, ყველამ გავითვალისწინოთ, ის რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაც ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს უნდა ვიცავდეთ ამის ვალდებულება ყველას გვაქვს“, – მიმართა ზვიად ძიძიგურმა სალომე სამადაშვილს 

მსგავსი თემები