დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – ჩხუბი პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს “ქართული ოცნების” წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კობა ლურსმანაშვილის გაღიზიანება ლევან გოგიჩაიშვილის მწვავე განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც უმრავლესობის წევრები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.

„ერთი ხელით ერთს ამბობდე და მეორე ხელით სხვას აკეთებდე, არ გრცხვენიათ მაინც? ალანია რომ დასვით აქ მოსმენაზე და ჯეირანაშვილი რომ დასვით და ადეიშვილის შთამომავლები რომ დამისვით იურიდიულ კომიტეტზე, არ შეგრცხვათ ამისი? სავსე რომ გაქვთ პროკურატურა, არ შეგრცხვათ? ინსპექტორად რომ აირჩიეთ ადეიშვილის გაზრდილი პროკურორი, არ შეგრცხვათ? სუს -ის მოადგილედ რომ გყავთ, ვიდეოში რომ არის, ორი გვამი მინდაო მერაბიშვილი რომ ითხოვს, იქ რომ ადამიანი დაფაცურდება და გაიქცევა, არ გრცხვენიათ ?“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა

დაპირისპირების გამო, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.

მსგავსი თემები