„მოვითხოვთ ყველას დასჯას“ – ლევან აკინის ფილმში ბავშვების მოტყუებით გადაღებაზე კიდევ ერთი მშობელი საუბრობს (ვიდეო)

  •  

„როცა ჩემი შვილი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაიღეს, ის 12 წლის იყო. დღეს ბავშვი 13 წლისაა. არც ბავშვმა და არც ჩვენ, მშობლებმა არაფერი ვიცოდით, თუ ასეთ ფილმზე იყო საუბარი, თუ გეი სიყვარულზე გადაღებულ ფილმში უნდა მიეღოთ არასრულწლოვან ბავშვებს მონაწილეობა“ –  ეს განცხადება ხმაურიანი ფილმის კიდევ ერთი მონაწილის დედამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც  ზიზი ტოგონიძემ განაცხადა, ის ფილმის შემქმნელებს სხვა მშობლებთან ერთად უჩივლებს და გამოძიებას დაელოდება.

„საბავშო სტუდიიდან მოხდა ბავშვების წაყვანა. ხშირად მიჰყავდათ ბავშვები გადაღებებზე და ეჭვი არაფერში შეგვპარვია. მითხრეს, რომ ქართული ცეკვის ტრადაციაზე იყო ეს ფილმი. არანაირ ლგბტ თემა არ მოიაზრებოდა ამაში. მოგვიანებით  გავიგე, რომ ფილმი „კანზე“ წარადგინეს. მისი შინაარსის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩავთვალე, ფილმი უნდა მენახა. როცა ვნახე, სწორედ ის რეაქცია მქონდა, რაც ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ ფილმზე. ბავშვი 12 წლის იყო როცა გადაიღეს, ახლაა 13 წლისაა“ – განაცხადა არასრულწლოვანი ბავშვის დედამ „მედიაცენტრ მთავარში“.

სხვა მშობლებთან ერთად, მისი მოთხოვნაა, კინო ჩვენებიდან ამ ფილმის ამოღება მოხდეს.

„ფილმი უნდა ამოიღონ.  ბიჭის მშობელი ვარ და შეიძლება წინ დახვდეს ბევრჯერ. ეს ფილმი ზოგადად აღარ უნდა იყოს ჩვენებაში. სასამართლოში ჩივილს ვაპირებ. მაშვინ გვითხრეს, რომ ფილმის სათაური იქნებოდა „ყველამ დავიწყოთ ცეკვა“ – განაცხადა მშობელმა ზიზი ტოგონიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია სხვა არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებმაც გამართეს, რომელთა შვილებიც რეჟისორმა ლევან აკინმა გეი წყვილის სიყვარულზე შექნილ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაიღო.  არასრულწლოვანი ბავშვები ცეკვის ეპიზოდში მონაწილეობენ.

მსგავსი თემები