“ქართული ჟურნალისტიკა ერის ერთ-ერთ მთავარ მტრად მიმაჩნია” – ლევან ვასაძე

ბიზნესმენი, ლევან ვასაძე ქართველი ერის ერთ-ერთ მთავარ მტრად პრესასა და ქართულ ჟურნალისტიკას მიიჩნევს.

„უცნაურ რაღაცას ვიზამ და პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან მე პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართველი ერისა. გუშინ რატომღაც სასწაული მოხდა და პრესამ ჩემი შეგონება ისმინა და განმეორებითი შეკითხვები იმაზე, რაც უკვე ვთქვი, არ დამისვა. მე განცვიფრებული ვიყავით ამით, რადგან პირველად მოვესწარი ეგეთ რაღაცას. მოდით, მადლობა ვუთხრათ ამ ხალხს ამისთვის“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე ვერის ბაღში მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. ის რამდენიმე დღეა, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებს.

მსგავსი თემები