კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

კინოთეატრ „ამირანთან“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 21 პირის საქმის განხილვა გადაიდო, ერთს კი, 500-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქციის 21 მონაწილის საქმის განხილვა 11 დეკემბრისთვის გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებების გაცნობისთვის საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

ადმინისტრაციული სახდელი, 500 ლარი დაეკისრა მერაბ ჭიკაიძეს და იგი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო.

ასევე საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სასულიერო პირის, ლევან ამირაჯების საქმე, რომელიც ასევე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, გუშინ აქციაზე დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

მსგავსი თემები