“ეპარქიას დავტოვებ უახლოეს დღეებში ან საათებში” – მეუფე პეტრე

ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ის ჭყონდიდის ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში დატოვებს. 

კითხვაზე, მას შემდეგ დატოვებს თუ არა ის ეპარქიას, რაც კომისია დაასრულებს მუშაობს, მეუფე პეტრემ განცხადა, რომ ის კომისიის მუშაობის დასრულებას არ დაელოდება.

„სამუშაო გეგმა შედგა. ჯერ მარტვილის ტერიტორიაზე და შემდეგ აბაშის. აქ იმყოფება აბაშის წარმომადგენელიც და მარტვილისაც, შესაბამისად. ნდობით აღჭურვილი კომისია გამაგრძობს მუშაობას. მე ეპარქიას დავტოვებ უახლოეს დღეებში ან საათებში. ძალიან მინდა წავიდე არაოფიციალურად და ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ“,- აღნიშნა მეუფემ.

კითხვაზე სად გეგმავს წასვლას, ყოფილმა მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა საქართველოში იყოს.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრება მეუფე გრიგოლი და ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე.

მსგავსი თემები