საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით სხვადასხვა ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით სხვადასხვა ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციამ ირანის ისლამური რესპუბლიკის 2, მაროკოს სამეფოს 1 და ალჟირის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავა. მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში ედებათ ბრალი.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები