პატრიარქმა მრევლს ლოცვა-კურთხევა მისცა და დღეს, არ იქადაგა

  •  

“მადლობელი ვარ თანადგომისათვის”, – ასე მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს სამებაში წირვის დასრულების შემდეგ. 

როგორც პატრიარქმა ბრძანა, მას დღეს არ ექნება ქადაგება, არამედ ექნება შეგონება. უწმინდესმა  მორწმუნეებს მოუწოდა, გაუფრთხილდნენ სამშობლოსა და ეკლესიას.

“მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევას, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი. ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილი იყავით, მადლობელი ვარ თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმა. გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი”, – აღნიშნა დღეს ილია მეორემ.

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ქადაგების დასრულების შემდეგ ემოციურად, ტაშით და სიტყვებით “მიყვარხარ” გააცილა.

ასევე, ტაძართან, სადაც პატრიარქის მხარდასაჭერად ადამიანები იკრიბებიან, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები მივიდნენ. უცხოელი სტუდენტების თქმით, აქციაზე ისინი რომის პაპის თხოვნით გამოცხადდნენ. სტუდენტები ილია მეორეს მხარდასაჭერად თეთრ ხალათებში გამოწყობილნი მივიდნენ.

მსგავსი თემები