200-მა გერმანელმა, კავკასიის კამერულ ორკესტრთან ერთად ევროპა გადარია (ვიდეო)  

ბელა ბერკემერ-მახარაძე და უვე ბერკემერი – ეს ორი ადამიანი ევროპის შუაგულში, კერძოდ, გერმანიაში საქართველოს ე.წ. ელჩები არიან და თავიანთი საქმიანობით, ევროპელებს ქართული კულტურით აოცებენ. ამჯერად, ცნობილმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა უვე ბერკემერმა, კავკასიურ კამერულ ორკესტრთან ერთად, 200 გერმანელი ახალგაზრდა ქართულად აამღერა და აუდიტორიას საქართველოს კულტურა კიდევ ერთხელ გადაუშალა.

„მარტო აი ამ დაუვიწყარი სილამაზისთვის და არაჩვეულებრივი ჟღერადობისთვის ეკუთვნის ჩემს ძვირფას მეუღლეს, უვე ბერკემერს მადლობა ქართველების მხრიდან. სწორედ მისი დამსახურებაა, ორ უმნიშვნელოვანეს კონცერტზე, კავკასიურ კამერულ ორკესტრთან ერთად  გერმანელი ახალგაზრდების მიერ აჟღერებული ქართული ჰანგები“ – ამბობს ბელა ბერკემერ-მახარაძე და ქართველებისა და საქართველოს ასეთი დიდი სიყვარულისთვის მის გერმანელ მეუღლეს მადლობას უხდის.  

გერმანიაში, კავკასიური კამერული ორკესტრის კონცერტმა, რომელსაც ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი უვე ბერკემერი ხელმძღვანელობდა, დიდი წარმატებითა და ოვაციებით ჩაიარა. ევროპელი მსმენელი ქართულ ჰანგებსა და კავკასიურ ორკესტრს ფეხზე წამოუდგა და ეს ემოციები მათთვის იმდენად დიდი იყო, ცრემლებიც კი ვერ შეიკავეს. 

3 დღიანი კონცერტი  იბბენბიურენის ყველაზე დიდ და ლამაზ ტაძარში გაიმართა, სადაც ბელა ბერკემერ-მახარაძემ ბახის სავიოლინო კონცერტი შეასრულა.

კავკასიური კამერულ ორკესტრს 13 მუსიკოსის შემადგენლობით, გერმანიაში სწორედ ბერკემერები მასპინძლობდნენ. ორკესტრი, დიდ სცენამდე, სწორედ მათ სახლში გადიოდა რეპეტიციებს.   

https://www.facebook.com/bela.berkemer/videos/993950924330766/

მსგავსი თემები