„არ უბიძგონ განხეთქილებისკენ“ – დეკანოზი დავითი მეუფე პეტრეს მრევლს მიმართავს

„ვისაც მეუფე პეტრე უყვარს, მივმართავ, რომ უთხრან: მეუფე, საყვარელო, შენ რაღაც შეგეშალა და დაემორჩილე სინოდს, რასაც სინოდი გეტყვის ის გააკეთე.  თუ არ უყვართ, გაიხსენონ ძველი ანდაზა “მურიკელას ცუგა ცუგა უძახეს და მგლებს დააგლეჯინესო”- აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ დეკანოზმა დავითმა გააკეთა და მეუფე პეტრეს მორჩილებისკენ მოუწოდა.

„მის გარშემო ვინც არიან, ყველამ უნდა ურჩიოს,  რომ მიიღოს ის სასჯელი რაც სინოდისგან არის და დაემორჩილოს. მეუფე პეტრეს სულიერ შვილებს ვთხოვ, თუ მათ მეუფე პეტრე უყვართ, არ უბიძგონ  რომ მან რამე გააკეთოს, განხეთქილებისკენ არ უბიძგონ. თუ უყვართ მათ მეუფე პეტრე, უთხრან, რომ შენდობა ითხოვოს. მან რომ ბოდიში მოიხადოს, მერე სინოდი იმსჯელებს, როგორ დააბრუნონ.  მან ბოდიში უნდა მოიხადოს. ესაა გადავლა მთელ ერზე, ეს მეც მეხება. შეურაცხყოფილი ვარ“ – განაცხადა ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავითმა „მედიაცენტრ მთავარში“.    

მსგავსი თემები