რუსთავის და თბილისის ეპარქიები გაერთიანდა

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, რუსთავის ეპარქია თბილისის ეპარქიას შეუერთდა. აღნიშნული განცხადება ჟურნალისებთან საუბრისას  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზმა  ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, აღნიშნული ცვლილების მიზეზი ის არის, რომ რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა.

ახალი მღვდელმთავრის დანიშვნამდე, რუსთავის ეპარქია თბილისის ეპარქიის შემადგენლობაში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაის-გაენათის ეპარქია მღვდელმთავრის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა.

მსგავსი თემები