“მეუფე იაკობმა დღეს პატრიარქს უთხრა აღსარება და ითხოვა შენდობა თავისი საქციელისათვის”- მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, მეუფე იაკობმა მოინანია მისი საქციელი და შენდობა ითხოვა.

მეუფის განცხადებით, მეუფე იაკობმა, დღეს სინოდის სხდომაზე, პატრიარქს აღსარება ჩააბარა.

“მეუფე იაკობმა გამოიჩინა ძალიან დიდი სულიერება. გადადგა ქორეპისკოპოსის და საფინანსო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან. გარდა ამისა, მეუფე იაკობმა დღეს პატრიარქს უთხრა აღსარება და ითხოვა შენდობა თავისი საქციელისათვის”, – განაცხადა მეუფე ნიკოლმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ

შეგახსენებთ, რომ სინოდმა დღეს მხოლოდ მამა პეტრე დასაჯა და მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მეუფე იაკობს კი, რომელიც აცხადებდა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, სასჯელი არ შეხენია.


მსგავსი თემები