„მთავარია, რას მოიმოქმედებს მეუფე პეტრე, წავა თუ არა განხეთქილება, დაემორჩილება თუ არა სასჯელს“ – გიორგი ანდრიაძე

„ეკლესიაში პრობლემები კი არ დამთავრდა, ახლა იწყება. მძიმე პერიოდი დაუდგა მთლიანად საქართველოს და არა მარტო ეკლესიას,“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა.

როგორც გიორგი ანდრიაძემ აღნიშნა, ეკლესია უმძაფრეს კრიზისში შევა.

„უმთავრესი ინსტიტუცია, საქართველოს ეკლესია, უმძაფრეს კრიზისში შევიდა. ვინმეს სწამს თუ არ სწამს, ამაზე არაა დამოკიდებული. ნებისმიერ ქვეყანაში, ადგილობრივი ეკლესია წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი დანიშნულების ორგანიზაციას და იგივეა საქართველოშიც. ახლა, მთავარია როგორ განვითარდება შემდეგი მოვლენები. რას მოიმოქმედებს მეუფე პეტრე, წავა თუ არა განხეთქილება, ეკლესიას დაექვემდებარება თუ არა პეტრე და დამორჩილდება თუ არა ამ სასჯელს“, – განუცხადა გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

როგორც ანდრიაძე ფიქრობს, თუ მამა პეტრე არ დაექვემდებარა ეკლესიას, პროცესები კიდევ უფრო გამწვავდება.

„თუ ასე მოხდა, გვექნება ძალიან მწვავე დაპირისპირება. საპატრიარქოს ახლა სჭირდება საკადრო პოლიტიკის შეცვლა. საკადრო პოლიტიკა რომელიც იყო მეუფე იაკობისა და მეუფე პეტრეს დაწინაურება აღმოჩნდა სავალალო. თუ საკადრო პოლიტიკას არ შეცვლის მიიღებს სავალალო შედეგს“ – აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ სინოდმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მღვლედმთავრობიდან გაათავისუფლა.

მსგავსი თემები