სინოდი საპატრიარქოს მამა გიორგის შეწყალების თხოვნით მიმართავს

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები საქართველოს პრეზიდენტს მამა გიორგის შეწყალების შუამდგომლობით მიმართავენ. 

აღნიშნული განცხადება სინოდის სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გააკეთა.  

„დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობა ერთსულოვნად გაითვალისწინა წმინდა სინოდმა და გადაწყვიტა, უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გასათავისუფლებლად“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.  

მისივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრემ, წმინდა სინოდის სხდომა პროტესტით დატოვა. პროტესტის მიზეზი კი ის გახდა, რომ მეუფე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. ​ ​

მსგავსი თემები