სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2 % შეადგინა, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში, ასევე დამამუშავებელ მრეწველობაში.

ამასთან, კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში.

მსგავსი თემები