მეუფეს განცხადებით, ყველა იერარქიის მღვდლის საკითხი საეკლესიო სასამართლომ უნდა განიხილოს

საეკლესიო სასამართლოს აღდგენა ერთ-ერთი საკითხია, რომელიც შესაძლოა დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილონ. საეკლესიო სასამართლოს საჭიროების შესახებ, 2 დღის უკან, „მედიაცენტრ მთავარში“  ორგანიზაციამ – ”ერი და სახელმწიფო” წამოაყენა.

როგორც სინოდის სხდომის დაწყების წინ ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრემ განაცხადა, საეკლესიო სასამართლო უნდა აღდგეს.

„უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა ადამიანის, ჩემი და ყველა იერარქის, დაბალის თუ მაღალი საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

საეკლესიო სასამართლოს აღდგენას სხვა სასულიერო პირებიც უჭერენ მხარს. როგორც ინიციატორის ავტორმა ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, 15 მართლმადიდებლურ ეკლესიაში, საქართველოა გამონაკლისი, რომელსაც  საეკლესიო სასამართლო არ გააჩნია.    

მსგავსი თემები