„მირჩევნია, სიმართლისათვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე“ – მეუფე პეტრე

წმინდა სინოდის სხდომაზე დასასწრებად მეუფე პეტრე უკვე მივიდა. მეუფემ მედიასთან მოკლე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი   დასჯის გადაწყვეტილებასაც არ გამორიცხავს.

„ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ჭეშმარიტება არის მარადიული. მირჩევნია, სიმართლისათვის დავისაჯო, ვიდრე ტყვიით გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი. რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და მიემსგავსება პილატეს სასამართოს ყველაფერი შესაძლებელია“ – განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, რომ, დღეს 12:00 საათზე, საპატრიარქოში წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა იმართება. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი კი მამა იაკობის ბრალდებები იქნება.   

მსგავსი თემები