“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ყველას დაუმტკიცებს, რამდენად არ ეშინია მართლმსაჯულების სისტემას” – გიორგი გახარია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება, პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. ინსპექტორების მოვალეობა, სამართალდამცველებისა და მოხელის მიერ ჩადენილი შესაძლო ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას მოიცავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს რეფორმირების გზა ჯერ კიდევ გასავლელი აქვს. მისი თქმით, ინსპექტორის სამსახური დღეს აღჭურვილია საგამოძიებო ფუნქციებით.

„დარწმუნებული ვარ, ეს სამსახური ყველას დაუმტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი და რამდენად არ ეშინია მართლმსაჯულების სისტემას, სამართალდამცავ ორგანოებს, პირდაპირ, ღიად წარმოაჩინონ ის რეფორმები და ცვლილებები, რომლებიც ხდება პოლიციაში, პროკურატურაში, ყველა იმ უწყებაში, რომელიც ამ ორგანოს ძირითადი პარტნიორი იქნება

გიორგი გახარიას განცხადებით, ინსპექტორის სამსაურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედება, საზოგადოებაში, სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობას გააძლიერებს.

“ჩვენი სამართალდამცავი სისტემისთვის გამოწვევას წარმოადგენდა სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, თუმცა ვფიქრობთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედება, იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით და ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი თემები