36 წლის დავით გაბედავას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

36 წლის დავით გაბედავას სასწრაფოდ გულის გადანერგვა ესაჭიროება. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

რამდენიმე კვირის წინ, დათო საფრანგეთში სამკურნალოდ მიემგზავრებოდა, როდესაც გზაში კომაში ჩავარდა. ის ამჟამად იტალიაში, ქ.კომოს წმ.ანას სახელობის საავადმყოფოშია მოთავსებული. 

იტალიელი მედპერსონალის დახმარებით, მისი კომატოზური მდგომარეობიდან გამოყვანა მოხერხდა, თუმცა მდგომარეობა მძიმეა. აუცილებელია მისი გადაყვანა საფრანგეთის კლინიკაში.

დათოს ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. გთხოვთ, დავეხმაროთ დათოს, რომ ის ჯანმრთელი დაუბრუნდეს ოჯახს!

დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:

თი-ბი-სი ბანკი. TBC Bank: GE31TB7274645064300011
მიმღები: ლევან გაბედავა (დათოს ძმა)

მსგავსი თემები