36 კვირის ორსული, ოპერაციამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა 

ქალაქ რუსთავის მცხოვრები, 36 კვირის ორსული სალომე ჯამასპიშვილი, რომელსაც საკეისრო კვეთა უნდა ჩატარებოდა, ოპერაციამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. იგი ბავშვთან ერთად დღეს, ქალაქის სასაფლაოზე დაკრძალეს.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, სალომეს მაღალი წნევები აწუხებდა. კვირას ის სახლში მარტო იყო. ორშაბათს კი ოპერაცია უნდა ჩატარებოდა,

“საშინელ მდგომარეობაში ვართ, ორშაბათს საკეისრო კვეთა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ვერ მოესწრო საკუთარი შვილის დაბადებას და მასთან ერთად წავიდა ჩახუტებული წავიდა ამქვეყნიდან”- ამბობს ახლობელი.

გავრცელებული ინფორმაციით, სალომეს გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა. გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მსგავსი თემები