ცხვარიჭამიაში კამპანია „Food Waste“ ოფიციალურად გაიხსნა

  •  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარში, სამინისტროს მიერ ინიცირებული კამპანია „Food Waste“ ოფიციალურად გახსნეს.

კამპანიის მიზანია, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი და მოსახლობის ტყვეობიდან გამოხსნილი  მურა დათვების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიაში „Food Waste“ რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტი უკვე ჩაერთო, რომელთა შორისაა „კარფური“, „აგროჰაბი“ და „სპარი“. არაერთმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა გამოთქვა დათვების დახმარებისა და დისტანციური მეურვეობის სურვილი. თითოეული მოქალაქის ჩართულობას შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თავშესაფრის მკვიდრი დათვების საცხოვრებელი პირობები.

„ტყვეობაში მყოფი მურა დათვების დასახმარებლად, 2010 წელს, ცხვარიჭამიაში დავაფუძნეთ დათვების თავშესაფარი, რომელიც 15-მდე მურა დათვს ინახავს. დათვები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ და ძალიან მცირე ზომის ვოლიერებში ჰყავდათ გამომწყვდეული, რის გამოც, ბუნებრივ გარემოსთან ადაპტირებული არ არიან  და, მათივე უსაფრთხოების მიზნით, თავშესაფარში ხანგრძლივი დროით უნდა იყვნენ. დათვების მოვლისა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფის ხარჯები იზრდება, თავშესაფრის ფინანსური რესურსი კი მწირია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამავლობით და კერძო სექტორის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა დათვების რეაბლიტაციისთვის დამატებითი რესურსების მობილიზება“, – განაცხადა თავშესაფრის დამფუძნებელმა, სოსო ჯიქურიშვილმა.

მსგავსი თემები