იპოდრომზე კორპუსები არ აშენდება, მერიის გადაწყვეტილება საბოლოოა

  •  

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს ინფორმაციას, რომ იპოდრომი სამშენებლო ტერიტორიად ვერ გადაიქცევა და იქ კორპუსების ჩადგმის უფლებას არავის მისცემენ.

„გპირდებით, რომ იპოდრომის კორტების ადგილზე, საცხოვრებელი კორპუსების პროექტი არ განხორციელდება, მას ისევ ძველი სტატუსი დაუბრუნდება და იქნება სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელიც კორტებსაც მოიცავს“ – აცხადებს თბილისის მერი.

რეკრეაციულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ზონას ვინ მოაწყობს, ამაზე გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის.  ცნობილია ის, რომ ტერიტორიის მონაცვლეობის საკითხი გადაწყვეტილია.

„ეს იყო ყაზახური ინვესტიცია, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” წაართვა კერძო საკუთრება ანაზღაურებისა და ყველა პროცედურის გარეშე და მეპატრონეები ისე დატოვა. ჩვენ, მეპატრონეებთან მოლაპარაკებები დავიწყეთ და მონაცვლეობა მიღწეულია.  მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას ვუთხრა, რომ კორტების ადგილზე შენობა- ნაგებობების, ანუ საცხოვრებელი კორპუსების პროექტი არ განხორციელდება, მას დაუბრუნდება ძველი სტატუსი და იქნება ისევ სპორტულ- გამაჯანსაღებელი ცენტრი თავისი კორტებით“ – ასეთია კალაძის გადაწყვეტილება.

მერიის პოზიციით,  იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორიაზე  ჩოგბურთის კორტები და ის ინფრასტრუქტურა აღსდგება, როგორც ადრე იყო.

მსგავსი თემები