„მიშას გარეშე არაფერი გამოვა“ – გუბაზ სანიკიძის გეგმები

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ქვეყნის გადარჩენისთვის პოლიტიკურ გააქტიურებას გეგმავს. მისი  ერთ-ერთი უახლოესი სტრატეგია, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილთან შეკავშირება და სტრატეგიის დაგეგმარებაა. აღნიშნული მიზნისთვის, ის წლის ბოლომდე კიევში ჩასვლას გეგმავს.    

„უახლოეს პერიოდში,  ახალ წლამდე, ყველა ვარიანტში, ვაპირებ, ჩავიდე კიევში, შევხვდე მიხეილს სააკაშვილს და ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სვე–ბედზე. მარტო მიშა ვერაფერს იზამს თუმცა არც მის გარეშე გამოვა რამე“ – ფიქრობს “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი გუბაზ სანიკიძე.   

მსგავსი თემები