საბავშვო პროდუქტში საშიში ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც კიბოს იწვევს

“ჯონსონს ბეიბის” საბავშვო ტალკში აზბესტი აღმოაჩინეს, საშიში ნივთიერება, რომელიც კიბოს იწვევს. ამერიკულმა კომპანიამ 33 ათასი პროდუქტი გაყიდვიდან ამოიღო, თუმცა ქართულ ბაზარზე მოვლის ეს საშუალება მაინც იყიდება. არც ექიმებს, არც ფარმაცევტებსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც მშობლებს, ჯერჯერობით არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ. ჯონსონის წარმომადგენლობა საქართველოში ირწმუნება, რომ ქვეყანაში შემოტანილი პროდუქტი საფრთხის შემცველი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია პროდუქციის ერთ-ერთ პარტიაში სიცოცხლისთვის საშიში მინარევის აღმოჩენის შესახებ, თავად კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, ჯერ არცერთ სამედიცინო დაწესებულებასა და სააფთიაქო ქსელს ოფიციალური გაფრთხილება არ მიუღია.

პროდუქციის წარმომადგენლობა რუსეთში მომხდარს არ უარყოფს და განმარტავს, რომ შეერთებულ შტატებში ინტერნეტმაღაზიაში ნაყიდი პროდუქციის შემოწმების შემდეგ საბავშვო პუდრში მცირე რაოდენობით აზბესტის მინარევი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც კომპანიას წარმოებიდან მთლიანი პარტიის ამოღება მოუხდა.

პროდუქციაში აზბესტის მინარევის აღმოჩენის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე. მადონა კოიძის განმარტებით, მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით ქვეყანაში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც მსგავსი გადაცდომების დროს კონკრეტულ პროდუქციას გამოითხოვს.

აზბესტის შემადგენლობაზე საუბრობენ ტოქსიკოლოგებიც და ამბობენ, რომ ნივთიერება ბავშვებში მძიმე დაავადებების გაჩენის შანსს საგრძნობლად ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო პროდუქციაში აზბესტის მინარევი აღმოჩნდა, “ჯონსონ ბეიბის” სიცოცხლისთცის საშიში პუდრი კვლავ აქტიურად იყიდება. შეერთებულ შტატებში კომპანია და სანიტარული სამსახური პროდუქტში აზბესტის მინარევის აღმოჩენის ფაქტს ერთდროულად იძიებენ.

მსგავსი თემები