მირზა სუბელიანი მეორედ იკითხება, მას პარლამენტის კომისიაც დაიბარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი იკითხება. ის სამართალდამცველებმა უკვე მეორედ დაიბარეს. საქმე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს და გამოძიების პროცესში მის დაინტერესებას ეხება. გამორიცხული არ არის, ყოფილი მაღალჩინოსანი, არსებულ კითხვებზე საპასუხოდ პარლამენტშიც დაიბარონ.

როგორც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, კომისია ყოფილი მთავარი პროკურორის დაკითხვასაც არ გამორიცხავს.

„ჩვენთან კომისიაში მოვლენ ის ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა – შოთაძე იქნება, სუბელიანი, წულუკიანი თუ სხვა. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, ეს არის აუცილებელი პროცესი. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებამ ყველა კითხვაზე, რომელიც დღეს არსებობს, მიიღოს პასუხი. ჩვენ ვაპირებთ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც რამე შეხებაში არის საქმესთან, მოვიყვანოთ კომისიაზე. ჩვენი ფუნქცია არ არის ვინმეს დაჭერა, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ყველაფრისთვის სახელის დარქმევა“, – განაცხადა კაპანაძემ.

 

მსგავსი თემები