ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა

ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადარჩენაში საკუთარი წვლილი შეიტანა. მან “დედამიწის ფილტვებად” წოდებული ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

როგორც ვიდეომიმართვაში ბერა ივანიშვილი აცხადებს, სურს ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამაზონის ტყის გადასარჩენად ორგანიზაცია დააფუძნა.

“მინდა დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის დაშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა თაყვანისმცემლებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ სიყვარულითა და პატივისცემით, როგორც ოჯახის წევრს”, – ამბობს ივანიშვილი.

ბერას მიერ დაარსებულ ორგანიზაციას ISA ჰქვია, ის საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ერთად ჩვენ ამას შევძლებთ.

მსგავსი თემები