გლდანში, ერთ-ერთ სამორინეში გაზმა გაჟონა – დაშავებულია 5 ადამიანი

გლდანში, ერთ-ერთ სამორინეში გაზის გაჟონვის შედეგად, ხუთი ადამიანი მოიწამლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა სამონირეს გარეთ, ქუჩაში გაჟონა, შენობაში კი სავენტილაციო სისტემით მოხვდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები