“ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო” – მოსამართლეობის კანდიდატი

“ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო”, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან მიქაბერიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„ვიზიარებ პრინციპს, რომ ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო. ამასთან დაკავშირებით არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ლიბერალური მიდგომა მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს უსმენენ. ამ დრომდე, პარლამენტმა უკვე მოუსმინა 10 მოსამართლეობის კანდიდატს. პარლამენტში სულ 20 მოსამართლეობის კანდიდატია წარდგენილი

მსგავსი თემები