თბილისში, მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდს მატარებელი დაეჯახა.
არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.