საფლავის ქვებით მოპირკეთებული მშრალი ხიდი (ვიდეო)

მშრალ ხიდზე, ქვაფენილის რეაბილიტაციის დროს, საფლავის ქვები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ფეისბუქზე დავით ჩაჩანიძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც ვიდეოს ავტორი ამბობს, საფლავები 1800-იანი და 1900-იანი წლებითაა დათარიღებული. 

“მშრალი ხიდის ქვაფენილი რეაბილიტაციისთვის აყარეს და საფლავის ქვები ყოფილა. მინიმუმ შესასწავლია. მშენებელს ვუთხარი, რომ არ გადაყარონ და ვისაც ეკუთვნის, მიხედოს. ხმა მიაწვდინეთ”, – წერს ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს საფლავის ქვები სწორედ საბჭოთა პერიოდს განეკუთვნება, ვინაიდან, როგორც ცნობილია, საბჭოთა მმართველობისას, მათ მიერვე დანგრეული ეკლესიის ეზოებიდან საფლავის ქვები გაჰქონდათ და სამშენებლო მასალად იყენებდნენ. 

https://www.facebook.com/davidoff.chacha/videos/2429967387098879/

მსგავსი თემები