ილია ჯიშკარიანი ძალადობაში თავად თამთა თოდაძეს სდებს ბრალს

საკრებულოს დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, რომელსაც სექსუალური ძალადობის მცდელობასა და თანაშემწის ცემაში ედება ბრალი, ძალადობაში თავად თამთა თოდაძეს ადანაშაულებს.

საკრებულოს დეპუტატის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ქალმა, რომელიც პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, დეპუტატზე იძალადა, მოტივი კი შურისძიება იყო.

“თამთა თოდაძემ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბატონ ილია ჯიშკარიანისა და სხვა მოწმეების ჩვენებებით, ბოლომდე დალია და დათვრა. ამბობდა, ეს სამსახური, რომელიც დაბალ ანაზღაურებადია, თითქმის შეუფერებელია და აუცილებელად უნდა ყოფილიყო დაწინაურებული. პირდაპირ ლანძღვასა და ძალადობაზე გადავიდა, ხელით ყრიდა ნივთებს. ბატონი ილია მივიდა და თოდაძემ იძალადა მასზე – სილა გაულაწუნა მარცხენა ლოყაზე და ამ მოგერიებაში ხელებს უკავებდა ბატონი ილია”, – აცხადებს ილია ჯიშკარიანის ადვოკატი ოთარ სუყაშვილი.

თამთა თოდაძის ადვოკატი კი დაცვის მხარეს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

“თამთა თოდაძე არ ყოფილა ნასვამ მდგომარეობაში, ამას ადასტურებს სისხლის სამართლის მასალებში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ ,მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და ასევე სასწრაფოს მიერ შედგენილი ოქმი. ბატონი ჯიშკარიანი ცდილობს თავი დაიძვრინოს როგორც ყველა მოძალადე ცდილობს თავის დანაშაული დააბრალოს მსხვერპლს”, – ამბობს თამთა თოდაძის უფლებადამცველი, თამარ ლუკავა.

გამოძიება დეპუტატს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად სცნო.

მსგავსი თემები