“თამთამ ტექნიკა დაამტვრია და ზედ დაეცა, ნასვამი იყო, ილია მივიდა და წამოაყენა, აგრესიული იყო“ – დეპუტატის ადვოკატი

  •  

საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი იმ ინციდენტზე საუბრობს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და მის თანაშემწეს შორის მოხდა.

კუბლაშვილის განცხადებით, რაც ჯიშკარიანმა თოდაძეს მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე გადაყვანაზე უარი უთხრა, მას შემდეგ გახდა აგრესიული და დალეწა ოფისში ტექნიკა. 

ადვოკატის განმარტებით, თოდაძეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

“თამთა თოდაძეს ეგონა, ბ-ნ ილიას შეეძლო მისი მერიაში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე გადაყვანა. და როდესაც მისგან უარი მიიღო, დგება და ყრის ნივთებს დაბლა. იმტვრევა პრინტერი და კომპიუტერის მონიტორი. შემდეგ, მოვლენები ისე გრძელდება, რომ თოდაძეს ნამსხვრევებზე უცდება ფეხი და ეცემა ძირს. ბ-ნ ილია უახლოვდება მას, ცდილობს მის წამოყენებას, თუმცა თოდაძე ძალიან აგრესიულია. ბ-ნი ილია ეუბნება, რომ წავიდეს, რადგან ის ვერ აანალიზებდა თავის ქმედებას”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ილია ჯიშკარიანის ადვოკატის განმარტებით, ამ კონფლიქტამდე, თოდაძემ ჯიშკარიანს შესთავაზა, ერთად დასალევად წასვლა. კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ ამით მას მორიგი გეგმა ჰქონდა განსახორციელებელი. 

“ერთი თვის წინ, როდესაც თოდაძემ პოლიციაში იჩივლა იმის გამო, რომ მას დაარტყეს და იძალადეს, აღმოჩნდა, თვითონ იძალადა მათზე. იქაც ნასვამ მდგომარეობაში იყო. მეორე დღეს, როცა გამოფხიზლდა და ნახა ამდენი მოწმე იყო, უკან დაიხია. როდესაც თოდაძე იძახის, ჯიშკარიანმა ძირს დამაგდო და წიხლებით მცემდაო, თან ნასვამი იყოო, მცირედი შეშუპება ხომ უნდა ჰქონდეს. ექსპერტიზას ხომ უნდა დაედგინა, რომ ნაცემია ადამიანი”, – განაცხადა ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა.

მსგავსი თემები